არჩილ თალაკვაძე - არჩევნების შედეგების აღიარების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ დამარცხება გადაფაროს
არჩილ თალაკვაძე - არჩევნების შედეგების აღიარების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ დამარცხება გადაფაროს

„ნაციონალური მოძრაობა“ იმის ნაცლად, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დამარცხება გადაფაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მეორე  მოქმედ კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებს, ეს მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმის ნაცლად, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დამარცხება გადაფაროს მეტიც, უფრო უარესაც აკეთებს და იმ პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების კამპანიაში, რომლებიც ვფიქრობ როგორც მინიმუმ ამით ბედნიერები არ უნდა იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მეორე დღეს მხარდაჭერას მოქმედ კანდიდატს უცხადებს. ამას მთაწმინდაზე მეორე ტურის შედეგები დაგვანახებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.