არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს, რადგან მათი გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია
„ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით მოვიდა.
„დამოკიდებულება, რომ არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული, თუ მასში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვა, არის აბსურდული. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პარტიებს შორის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის დროზე, ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით მოვიდა, შემდეგ გააყალბა ერთი არჩევნები და ტერორით, ადამიანის უფლებების დარღვევით და მედიის კონტროლით რჩებოდა ხელისუფლებაში, ვიდრე საზოგადოებამ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ისინი არ გაისტუმრა პოლიტიკიდან. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გამოცდილება, რომ დემოკრატიული გზით იყოს ხელისუფლებაში, რადგან მათი გენეტიკური კოდი არის არეულობა, დესტაბილიზაცია და დღესაც ცდილობენ, რომ ქვეყანა დააბრუნონ წარსულში. რაც ადრე კარგად გამოსდიოდათ, იმის გაკეთებას ცდილობენ დღესაც“, – განაცხადა თალაკვაძე.