არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუროს სხდომაზე ყალბი ემოციებით უნდოდა წარმოეჩინა, რომ ყველაზე მეტად აწუხებს ადამიანების ბედი, მათ განცხადებებს გულწრფელად ვერავინ მიიღებს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუროს სხდომაზე ყალბი ემოციებით უნდოდა წარმოეჩინა, რომ ყველაზე მეტად აწუხებს ადამიანების ბედი, მათ განცხადებებს გულწრფელად ვერავინ მიიღებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუროს სხდომაზე ხმამაღალი საუბრითა და ყალბი ემოციებით უნდოდა წარმოეჩინა, რომ ყველაზე მეტად აწუხებს ადამიანების ბედი და ვინმეს უბედურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაცინალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიებით მოვაჭრე პარტიაა.

„„Ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩენილია, როგორც ტრაგედიებით მოვაჭრე პარტია. მოულოდნელი არ იყო, რომ საშემოდგომო სესიის გახსნისას ისინი ამ საკითხს ეპატაჟისთვის გამოიყენებდნენ. ეს ბიუროს სხდომაზე ვნახეთ კიდეც, როცა ხმამაღალი საუბრით და ყალბი ემოციებით უნდოდათ წარმოეჩინათ, რომ მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ადამიანების ბედი და ვინმეს უბედურება. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ომის დროს საკუთარი მოქალაქეები და ჯარი მიატოვა. ასევე, ასეთივე მძიმე სტიქიების დროს მოქალაქეებს ეუბნებოდა, რა შუაშია სახელმწიფო, თქვენი სახლები ღვარცოფმა დააზიანაო. მათგან განცხადებებს გულწრფელად ვერავინ მიიღებს. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, რომ საკითხი განსახილველ საკითხებში ჩასმულიყო, და არის, კენჭისყრის სწრაფად ჩატარებას ითხოვდნენ, ესეც შეცვალეს და თქვეს, დღეს განვიხილოთ, მაგრამ კენჭისყრა ინტერპელაციის შემდეგ ჩავატაროთო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.