არჩილ თალაკვაძე - მთავარ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწიეთ
პოლიტიკურმა პარტიებმა მთავარ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„მთავარ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ. საქართველო შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას“, – წერს არჩილ თალაკვაძე.