არჩილ თალაკვაძე - მოვუწოდებ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი საკითხები გაირკვეს სასამართლოში და პოლიტიკა პარლამენტში
რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი ფიასკოთი დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას დაკავების კომენტირებისას აღნიშნა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ ძალებს, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს.
„რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი დესტაბილიზაციის, დაპირისპირების, ძალადობის და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი. ამას არ აქვს მომავალი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებს ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი საკითხები სასამართლო სივრცეში გაირკვეს და პოლიტიკა – პარლამენტში. აქციების მოწყობა და აქციების მუქარა არ არის ახალი, რაც დღეს თქვა ოპოზიციის ამ ნაწილმა. რადიკალური ოპოზიცია ამით იმუქრება უკვე დიდი ხანია, შესაბამისად, ამას ახალ მოცემულობად ვერ მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.