არჩილ თალაკვაძე „შრომის კოდექსში“ შესაძლო ცვლილებებზე - ცხრაჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი
არჩილ თალაკვაძე „შრომის კოდექსში“ შესაძლო ცვლილებებზე - ცხრაჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი

ჩვენი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონები გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ იყოს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც ბიზნესასოციაციის წევრებთან გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

თალაკვაძე ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთი საკითხი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო. ამასთან, საუბარი შეეხო საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და სხვა სამომავლო რეფორმებს.

„ჩვენი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ. უნდა შეიცვალოს პრაქტიკა, რომელიც წარსულში, თუნდაც წინა ადმინისტრაციის დროს იყო, როცა ჯერ კანონებს ვიღებდით და მერე ვამოწმებდით, კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ გვაქვს კარგი ანდაზა ქართულში – „ცხრაჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. სჯობს, ჯერ გავზომოთ და მერე გავჭრათ”, – აღნიშნა თალაკვაძემ და ასევე დასძინა, რომ შეხვედრას პარლამენტის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ.