არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში პლურალისტულ წარმომადგენლობას თუ ერთპროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს, მზად ვართ, ეს განვიხილოთ
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ბარიერის საკითხი მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე განიხილოს.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, „ქართული ოცნებისთვის“ ამოსავალი პრინციპია, რომ 2020 წლის და შემდეგი მოწვევის პარლამენტებში, პლურალისტული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა მოხდეს.
„თუ ამას 1%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს, მზად ვართ, ეს განვიხილოთ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირა. ვნახეთ, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ პირობებს, მათ შორის შედარებით დაბალი ბარიერის დაწესებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.