არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი ებრძვის ყველაფერს, რაც მის სახელს არ უკავშირდება, ძალაუფლების გარეშე ის კომიკურია
არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი ებრძვის ყველაფერს, რაც მის სახელს არ უკავშირდება, ძალაუფლების გარეშე ის კომიკურია

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ რთულ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი დღეში სამ-ოთხ წრეს უვლის მთავრობას, კარგად აკვირდება და უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩვენ სირთულეებს ვუმკლავდებით და ხელისუფლება ხალხთან ერთად დგას. მას არ აქვს შეგრძნება დაეხმაროს თავის ქვეყანას უანგაროდ – ერთადერთი, რაც ამოძრავებს ძალაუფლების ინსტინქტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები „ალბათ იმასაც კი ფიქრობენ, როგორ შეაკავონ ეს ადამიანი,რადგან ყოველდღიურად მისი გამოსვლები არის მძიმე პოლიტიკური ტვირთი და დამაზიანებელი წინასაარჩევნოდ“.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი 800 მილიონ დოლარს ინახავს სახლში.

„მგონი, ეს არის სააკაშვილის მორიგი გულწრფელი აღიარება, თუ როგორ აზროვნება ეს ადამიანი და როგორია მისი პოლიტიკური კონსტრუქცია, მისი აზროვნების სტილი: მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელისუფლება საზოგადოებამ სწორედ სხვის ქონებაში, სხვის ეზოში და სხვის სახლში უკანონოდ ცხვირის და ხელის ჩაყოფის გამო გაისტუმრა, დღესაც მისი აზროვნება იგივეა. ასეთ ადამიანს გვთავაზობს გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ ლიდერად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.