არჩილ თალაკვაძე - მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში
ქალთა უფლებების დაცვა არის “ქართული ოცნების” მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში საუკეთესო საშუალებაა, რათა გაიზარდოს ქალთა როლი.
„მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში. პარლამენტი აიღებს ძლიერ ლიდერობას, რათა ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში. ქალთა უფლებების დაცვა არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე მონაწილეობს კონფერენციაში სახელწოდებით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე – „საქართველო – თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“.