არჩილ თალაკვაძე - მერვე წელია, ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“ და ვერ გაიგო ოპოზიციის ნაწილმა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია
მერვე წელია ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“ და რა ვერ გაიგო ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ ჩვენ და ხალხმა გაიგო ეს, რომ მათ მანქანები ერჩივნათ ადამიანებს და ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტ ღირებულებად მიაჩნია ადამიანი, ვიდრე მანქანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას უკვე 21-ზე მეტი ჰესი აქვს აშენებული და კიდევ რამდენიმე პროექტზეა საუბარი, მათ შორის, არის განახლებადი წყაროების და ალტერნატიული წყაროების გამომყენებელი ელექტროსადგურები.
„სხდომაზე ჰესებზე იყო საუბარი და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გიგა ბოკერიას, რომელმაც ჰესებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სახელმწიფომ, შსს-მ და სხვათაშორის ბევრმა გაიზიარა ეს პათოსი და რიტორიკა, რატომ საფუძვლიანად არ დაარბიეთ იქ ადამიანები, რატომ არ უკუაქციეთ და რატომ ბოლომდე შური არ იძიეთ, როგორ გაგიბედეს, რომ მანქანები დაიმტვრა და დაიწვაო. მერვე წელია ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“ და რა ვერ გაიგო ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ ჩვენ და ხალხმა გაიგო ეს, რომ მათ მანქანები ერჩივნათ ადამიანებს და ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტ ღირებულებად მიაჩნია ადამიანი, ვიდრე მანქანა. შესაბამისად, როცა მანქანა იმტვრევა და როცა საპოლიციო ძალა არის ჩასული პანკისში ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე აქ საპოლიციო ჩარევის მიზანი იყო, რომ დაპირისპირება ორ მხარეს შორის, მოქალაქეებს შორის არ მომხდარიყო და პოლიციამ თავის თავზე მიიღო ის აგრესია, რაც წარმოიშვა ამ პროცესში. მაინც იმ ვნებას ვერ ანებებთ თავს, რითიც მართავდით ქვეყანას და დღეს ითხოვდით საჯაროდ, რომ ბოლომდე რატომ არ დაარბიეთ ეს მოქალაქეები და როგორ გაგიბედეს, რომ იქ ერთი-ორი მანქანა დაგიმტვრიეს მოქალაქეებმაო. თქვენ ხომ ეგრე მართავდით? ენერგეტიკას ხომ ეგრე მართავდით და აგერ რა შედეგი მიიღეთ, რამდენი ჰესი ააშენეთ, ელექტროგენერაციაში რამდენი მეგავატი შექმენით. რამდენიმე ჰესი გაქვთ მაგ თქვენი რიტორიკით და მაგ თქვენი პატრიოტიზმით. ჩვენ 21-ზე მეტი ჰესი გვაქვს აშენებული და კიდევ რამდენიმე პროექტზეა აქ ლაპარაკი. მათ შორის არის განახლებადი წყაროების და ალტერნატიული წყაროების გამომყენებელი ელექტროსადგურები. მოდით, თქვენ როგორც გჯეროდათ, ხელისუფლებაში რა ღირებულებებითაც მუშაობდით, ეგრე გააგრძელეთ ახლა ოპოზიციაში და ჩვენ ჩვენი ღირებულებებით, სადაც ადამიანი არის მთავარი, გავაგრძელებთ მართვას და შევქმნით ახალ პროექტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.