არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული
მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც სხდომაზე იმსჯელეს, გარდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ეკონომიკური საკითხებისა, ეხება პოლიტიკური პროცესს, კერძოდ, საარჩევნო მოდელს.
„საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და რომელზეც შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, აქაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვადები არის განხილული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.