არჩილ თალაკვაძე - მამუკა ხაზარაძის ბრალდებები უადგილო და თანამედროვე პოლიტიკასთან შეუსაბამოა
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ხაზარაძის ბრალდებები უადგილო და თანამედროვე პოლიტიკასთან შეუსაბამოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს უადგილოს და თანამედროვე პოლიტიკასთან შეუსაბამოს უწოდებს.

არჩილ თალაკვაძე ბიზნესმენის და მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციაზე ისაუბრა და მინისტრ მაია ცქიტიშვილზე თქვა, რომ ცქიტიშვილი შესაძლოა, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.

„ნამდვილად გამიჭირდება, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილმა ძალიან მშვიდად და სამართლიანად უპასუხა მას. ეს კომენტარი რა თქმა უნდა, იყო უადგილო და თანამედროვე პოლიტიკასთან არის შეუსაბამო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ხაზარაძის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციის მაღალი დონეა, თალაკვაძე ამბობს, რომ კორუფციას ქვეყნის ხელისუფლება არსად და არც ერთ დონეზე არ ეგუება.

„პარლამენტი პასუხისმგებელია, ზედამხედველობა განახორციელოს და პერიოდულად გადაამოწმოს არის თუ არა ქვეყანაში კორუფცია სისტემური პრობლემა. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც პარლამენტს აქვს, არის ის, რომ საქართველო და ხელისუფლება კორუფციას არც ერთ დონეზე არ შეეგუება და კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება უკომპრომისოდ“, – განაცხდა თალაკვაძემ.