არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კომენტატორი მიხეილ სააკაშვილი“ ყვითელი განცხადებებითაა დაკავებული და ჩართვებს აკეთებს, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის, სტრატეგიული მნიშვნელობის შეხვედრებს მართავს.

„საუბარია უსაფრთხოების, თავდაცვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. მას ამერიკაში ის მკაფიო ხედვა და მიზნები აქვს ჩატანილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ უკავშირდება. მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ეკონომიკური თანამშრომლობის სტატუსი კიდევ უფრო ფართო და სიღრმისეული გვექნება“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება.