არჩილ თალაკვაძე - მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი მეგობრობის დადასტურებაა
ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი მეგობრობის დადასტურებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში საქართველოს მომალავზე დადებითად აისახება და ამას მოჰყვება ხელშესახები შედეგები ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ ამერიკაში, ეფექტურად იმუშავეს ამ ვიზიტის წარმატებულად ჩატარებისთვის. პოლიტიკური განცხადებები, რომელიც შეხვედრების შემდეგ გაკეთდა, აშკარად ამბობს იმას, რომ საქართველო დღეს, აშშ-სთან ურთიერთობის 25 წელიწადში ძლიერი და საიმედო პარტნიორია. ტერიტორიით აშშ-სთან შედარებით ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, თუმცა ჩვენს მიმართ დიდი იმედები და დიდი ნდობა არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავაშინგტონში გუშინ შეხვდა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.