არჩილ თალაკვაძე - ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ გამოხატავს იმას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია
არჩილ თალაკვაძე - ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ გამოხატავს იმას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო რომ გამწვავდებოდა და დაშლის პროცესი დაჩქარდებოდა, ამაზე არაერთი ექსპერტი საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავდნენ დაპირისპირებას, აგრესიას, უსამართლობას, დღეს ამას საკუთარ პარტიაში იმკიან.

„ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ გამოხატავს იმას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. პარტიაში „დამსახურებული“ ლიდერი აირჩიეს. სადმე ვინმეს გამოსახსნელად შევარდნაზე გაკეთებული განცხადება არის ანარქისტული, სასაცილო რომ არ იყოს.

არჩევნების შემდეგ პარტიაში დაპირისპირება კიდევ უფრო რომ გამწვავდებოდა და დაშლის პროცესი დაჩქარდებოდა, ამაზე არაერთი ექსპერტი საუბრობდა. ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავდნენ დაპირისპირებას, აგრესიას, უსამართლობას, დღეს ამას საკუთარ პარტიაში იმკიან. ეს ყველასთვის იქნება გაკვეთილი, ვინც ცდილობდა და მომავალში ეცდება, რომ პოლიტიკა დააფუძნოს საზოგადოების მოტყუებას, ძალადობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმასა და შანტაჟს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.