არჩილ თალაკვაძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლას ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქალთა საფეხბურთო გუნდს „გურია“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლას ულოცავს.
„ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს! მათ, რუმინეთში ადგილობრივი „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს შთამბეჭდავ გამარჯვებას!“,- აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.
ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა. ჩვენი ჩემპიონი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ესტუმრა და 1:0 სძლია.