არჩილ თალაკვაძე - კონსტიტუციის დაცვა ყველაზე დიდი გარანტიაა, რომ ევროპული სახელმწიფო გვექნება და მომავალში ეს სახელმწიფო იცხოვრებს არა პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, არამედ კონსტიტუციით
დასავლურ სახელმწიფოებში იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია და ვინც არგუმენტად იმას ასახელებს, რომ იმპიჩმენტი ევროპულ იდეას უპირისპირდება, ან საზოგადოებას ატყუებს, ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა, ან საკუთარ კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, იმპიჩმენტის პროცედურა ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა გამოყენებული.
„თუ გვსურს, ევროპული სახელმწიფო გვქონდეს, მაშინ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა კონსტიტუცია ირღვევა, ამაზე უნდა იყოს პოლიტიკური რეაგირება და ასეც მოხდა – აშკარა და მკაფიო დარღვევაზე გვქონდა რეაგირება იმპიჩმენტის ინიცირებით. დასავლურ სახელმწიფოებში იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია და ვინც არგუმენტად იმას ასახელებს, რომ იმპიჩმენტი ევროპულ იდეას უპირისპირდება, ან საზოგადოებას ატყუებს, ან პოლიტიკაში ვერ ერკვევა, ან საკუთარ კონსტიტუციაში. იმპიჩმენტის პროცედურა ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა გამოყენებული. კონსტიტუციის დაცვა ყველაზე დიდი გარანტიაა, რომ ევროპული სახელმწიფო გვექნება და მომავალში ეს სახელმწიფო იცხოვრებს არა პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, არამედ კონსტიტუციით და მას წაიკითხავს ისე, როგორც წერია. კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს ინტერესებს ნამდვილად აზიანებს და ამის რეაგირების გარეშე დატოვება სწორი არ იქნება. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს საკითხი არ უკავშირდება საქართველოს სტატუსს და იმპიჩმენტი ვერ იქნება განხილული, როგორც ევროპული იდეის საწინააღმდეგო მოვლენა ან დემოკრატიის საწინააღმდეგო პროცესი, რადგან ამას ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები არაერთხელ მიმართავდნენ. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დავუტოვებთ საფრთხეს, როცა ლიდერები თავად წყვეტდნენ, რა არის კონსტიტუცია, კანონზე მაღლა დგებოდბენ. ამან რამდენჯერმე ჩვენი ქვეყანა მძიმე შედეგამდე მიიყვანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.