არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური კონსულტაციები მთავრობის განახლებასთან დაკავშირებით დასრულებულია
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური კონსულტაციები მთავრობის განახლებასთან დაკავშირებით დასრულებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები დასრულებულია და ხვალ პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს წარადგენს.

თალაკვაძის თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს.

„როგორც იცით, პოლიტიკური კონსულტაციები მთავრობის განახლებასთან და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით დასრულებულია. ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრი თავის გუნდთან ერთად იმსჯელებს და მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს.

ასევე, იცით, რომ პოლიტსაბჭო დაამტკიცებს ამ შემადგენლობას და შემდეგ უკვე, მედიას და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი სახელობით წარუდგენს იმ ადამიანებს, ვინც მან შეარჩია მინისტრთა კაბინეტისთვის.

წინ გველის ძალიან აქტიური ნაბიჯები, რეფორმები, რომელმაც უნდა გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც რჩება დღის წესრიგში. პოლიტიკური კონსულტაციები დასრულებულია, ხვალ პოლიტსაბჭოსთან ერთად პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს წარადგენს, ჩვენ გვექნება განხილვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.