არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „კოვიდ-19“-თან საქართველომ ეფექტურად შეძლო გამკლავება და პროცესები, თალაკვაძის განცხადებით, არის კონტროლის ქვეშ.
„არ ველოდებით რამე განსაკუთრებულ გართულებებს. ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული, რითაც ვამცირებთ რისკებს „კოვიდ-19“ დაკავშირებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს. თუ ვინმეს ინტერესებში შედის ამ არჩევნებზე საბოტაჟი, მისი დესტაბილიზაცია და მისი დისკრედიტაცია, ეს არის ძველი ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“. იმედი მაქვს, რომ ისინი დაუბრუნდებიან რეალობას და მიხვდებიან, რომ დემოკრატიული არჩევნები არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და შესაძლოა მათთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ არადემოკრატიული მიდრეკილებები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.