არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ლიკვიდაცია
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ლიკვიდაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ლიკვიდაცია.

მისივე ინფორმაციით, დილიდან, საჭიროებისამებრ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენიც.

„გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი. შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც“,- წერს არჩილ თალაკვაძე.

გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.