არჩილ თალაკვაძე - ხანუქა არის სინათლის, განახლების დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე აღვნიშნავთ თბილისის სინაგოგაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე თბილისის დიდ სინაგოგაში იმყოფებოდა, სადაც ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორ ერს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს! მშვიდობა ყოფილიყოს ყველა ებრაულ ოჯახში და ებრაელთა მეგობრების ოჯახებში! მშვიდობა ყოფილიყოს საქართველოში და ისრაელში. ხანუქა არის სინათლის, განახლების დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე აღვნიშნავთ თბილისის სინაგოგაში. გვეამაყება, რომ ებრაელებსა და ქართველებს შორის საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა საუკეთესო სახით გრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.