არჩილ თალაკვაძე - ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი ხელი შეუწყვეს დეზინფორმაციის გავრცელებას
ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის, კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე („ოლიმპიური ვარსკვლავი“ 500 ოჯახი; „სვეტი“ 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს ბინები და სახლები, რომლებიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“.
ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის…
Posted by არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze on Tuesday, December 15, 2020