არჩილ თალაკვაძე - იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ უთანხმოება და შევძლოთ, ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შეთანხმებისკენ მიდის.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმედოვნებს, მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ.
„გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ, ამოვწუროთ ეს უთანხოება და შევძლოთ, რომ ნორმალურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.