არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.