არჩილ თალაკვაძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება
არჩილ თალაკვაძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება

გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის. მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა გარკვეული სარეკლამო მასალების განახლება და ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა ეს, გუშინდელი შეხვედრის შედეგი.

„მე არ მინდა, რომ გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კონკრეტიკა შემოვიტანო, ვინაიდან ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა.

ვფიქრობ, ამ საზოგადოებას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი პირობის დაცვა არ შეუძლია და რომელიც თავის სიტყვას გატეხს“, – განაცხადა თალაკვაძემ.