არჩილ თალაკვაძე - გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ვიმუშავებთ, მივიღებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება
არჩილ თალაკვაძე - გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ვიმუშავებთ, მივიღებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება

დღეს გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგრც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა,  ამ თემაზე პოზიციები გამოეთქვა და ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ დავუთმეთ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას და ვხედავ რესურს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას – გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.