არჩილ თალაკვაძე - „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ღიად ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის, სიმართლე დასაფასებელია
„გირჩი“ და „მოქალაქეები“ არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის, სიმართლე დასაფასებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიდანვე დაეთანხმნენ კრისტიან დანიელსონის მედიაციით შედგენილი შეთანხმების ტექსტით გათვალისწინებულ პირობებს.
„გირჩი“ და „მოქალაქეები“ არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშინვე დაეთანხმნენ ამ პირობებს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, ასევე ღიად ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამიტომ, ამ ხალხმა თქვა სიმართლე და ეს სიმართლე დასაფასებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.