არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, დაეცვა საზოგადოება ძალადობრივი სცენარისგან და პარლამენტი ძალადობრივი შეჭრისგან
არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, დაეცვა საზოგადოება ძალადობრივი სცენარისგან და პარლამენტი ძალადობრივი შეჭრისგან

გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან – ეს არის მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, ჩატარდეს გამოძიება და მიღებულ იქნას კონკრეტული ზომები.

„შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას თუ განვიხილავთ მისი პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან. ეს არის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის. ასევე, თუ მისმა თანამშრომლებმა გადააჭარბეს ძალას, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და დააზიანეს მოქალაქეები, მისი პასუხისმგებლობა არის, რომ ამაზე იყოს გამოძიება და მან მიიღოს კონკრეტული ზომები, სადაც კითხვებს გაეცემა პასუხი. ვინაიდან, საერთო ჯამში, საპოლიციო დანაყოფების მოქმედებებს ვადევნებდით თვალს და კითხვები გვაქვს კონკრეტულ შემთხვევებზე, იყო ეს ათი, ოცი თუ შესაძლოა მეტი შემთხვევა, ჩვენ ამ შემთხვევებზე, პარლამენტი და საზოგადოება, ველოდებით რეაგირებას. ჩვენ გვინდა რეაგირება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ბევრად მეტი შეკითხვა დაისმებოდა, შს მინისტრს და სამინისტროს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა რომ  არ შეესრულებინათ.

„მათი მოვალეობა არის, რომ სახელმწიფო წესრიგი, კონსტიტუციური ინსტიტუტები დაიცვან ძალადობრივი სცენარებისგან, დაიცვან შემოტევისგან და დაიცვან ქვეყანა არეულობისგან, რომლის რეალური მცდელობაც ჩვენ იქ დავინახეთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება დაიცვა და პოლიციამ ძალადობრივ სცენარს უარი უთხრა.

„როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია შეიკრიბა რუსთაველზე, ამ დროს საზოგადოების მოლოდინები იყო ის, რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების უფლებას და ეს უფლება იყო დაცული. მეტსაც გეტყვით, როდესაც დაიწყო ძალადობა და შეტევა, პოლიცია თითქმის ორი საათის განმავლობაში, იყო თმენის რეჟიმში, როდესაც მასზე ძალადობას ახორციელებდა ის მცირე ჯგუფი, რომელმაც სცადა ამ აქციის გამოყენება თავისი ძალადობრივი სცენარისთვის. გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? სადაც ბიზნესმენებს უნდათ თუ არა ისეთ სახელმწიფოში ინვესტიციების ჩადება, სადაც კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვისაც აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, ვინც ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებში ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ სახელმწიფოს ძალადობრივი ცვლილებებისკენ. ვინმეს უნდა ასეთ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება, ინვესტიციების ჩადება, ან შვილებმა რომ ისწავლონ ან სახლი რომ ააშენონ? არ უნდათ. ეს ვინ უნდა უზრუნველყოს? შესაბამისად, შს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ამ სცენარს და შს მინისტრმა გააკეთა ზუსტად ის და შეასრულა ზუსტად ის მოლოდინი, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.