არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარია არის ძლიერი პოლიტიკოსი, რეფორმატორი და წარმატებით ახორციელებდა სისტემური განახლების რეფორმას შსს-ში
გიორგი გახარია არის ძლიერი პოლიტიკოსი, რეფორმატორი და წარმატებით ახორციელებდა სისტემური განახლების რეფორმას შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს შეუძლია რთული გადაწყვეტილების მიღება და აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც ეკონომიკურ, ასევე ძალოვან სექტორში, რაც თალაკვაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის.
„ეს არის ის არგუმენტები, რატომ მოხდა პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.