არჩილ თალაკვაძე - გენერალური პროკურორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ღიად და გამჭვირვალედ, შევეცდებით, მაქსიმალურად პროფესიონალი შევარჩიოთ
შევეცდებით, მაქსიმალურად პროფესიონალი ადამიანი შევარჩიოთ გენერალური პროკურორის პოზიციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე გამოთქმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო იქნება ყველა მოსაზრება და რეკომენდაცია.
„კონკურსი ჩატარდება ღიად, გამჭვირვალედ და გპირდებით, რომ საზოგადოებას სრულად ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს ამ პროცესს. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, შევეცდებით, მაქსიმალურად პროფესიონალი ადამიანი შევარჩიოთ ამ პოზიციაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.