არჩილ თალაკვაძე - გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორების შემდგომი მობილიზებისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შემდგომი მობილიზაცია მოხდეს სწორედ იმის გარეშემო, რომ რუსეთს ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, გაიყვანოს თავის სამხედროები ჩვენი ტერიტორიებიდან და დევნილები დაბრუნდნენ სახლში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ამ დღეებში მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეს არის ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს სიმართლეს, ამჯერად უკვე ევროსასამართლოს დონეზე
„მსურს დავიწყო იმით, რომ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს, ასევე იმ რეფორმებს, რომელიც ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ, მნიშვნელოვანი განხილვები მოჰყვა, რომელიც გრძელდება ამ წლების განმავლობაში ევროსაბჭოში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელაში. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, ვიცე-პრეზიდენტის რანგში. მინდა, მას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ნდობა, პასუხისმგებლობა და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და დელეგაციას. რაც შეეხება სტრასბურგს, არ არის თემა მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, არამედ სტრასბურგის სასამართლომ ამ დღეებში მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის ისტორიული, სამართლებრივი გამარჯვება საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ სიმართლეს, ამჯერად უკვე ევროსასამართლოს დონეზე და საქართველოს გზას, რომელიც ხელისუფლებამ და ხალხმა დაიწყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დევნილების დაბრუნებისთვის, რომელიც გადის მშვიდობიან, სამართლებრივ, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზე. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შემდგომი მობილიზება მოხდეს სწორედ იმის გარეშემო რომ რუსეთს ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, გაიყვანოს თავის სამხედროები ჩვენი ტერიტორიებიდან და დევნილები დაბრუნდნენ სახლში“, – განახცადა არჩილ თალაკვაძემ.