არჩილ თალაკვაძე - გაუგებარია, ზოგიერთი ადამიანი რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომავალზე და ნაკლები დრო გვაქვს, გავარჩიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„მე ვერ გეტყვით, ვინ რა ადგილას არის და რა ნიშნით იყო სია ფორმირებული, მაგრამ ცხადია, ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს, ზურგი შეაქცია სამშობლოს და მათ მძიმე ბიოგრაფიები მოჰყვებათ. ასევე გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია, ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მე დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები სათანადო შეფასებას მისცემენ, ჩვენ კი ორიენტირებულები ვართ მომავალზე და ნაკლები დრო გვაქვს, გავარჩიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.