არჩილ თალაკვაძე - განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, მიხარია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს, რაც მუშაობის მოტივაციას გვაძლევს
არჩილ თალაკვაძე - განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, მიხარია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს, რაც მუშაობის მოტივაციას გვაძლევს

ევროპამ მთავარ პრობლემაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი, ჩვენთან მიმართებით კი, თანამშრომლობის გაძლიერება და სტრატეგიული მოთმინება ამჯობინა, რადგან საქართველო არც ომის მდგომარეობაშია, არც ვინმესთან გაერთიანებას განიხილავს და ქვეყანა ყველა პარამეტრით სტაბილურად ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისივე თქმით, განაგრძობენ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, გახარებულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მიზანი აერთიენებს.

„საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი და ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში. რა გადაწყვეტილებაც მიიღო ევროკომისიამ, ამ მომენტში, ეს არის ბევრად უფრო რეალური მოცემულობა, ვიდრე სამი სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოცემულობის მქონე ქვეყნის ერთ პაკეტად განხილვა იქნებოდა. ევროპამ მთავარ პრობლემაზე – უკრაინაში მიმდინარე ომზე და პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი, ჩვენთან მიმართებით კი, თანამშრომლობის გაძლიერება და სტრატეგიული მოთმინება ამჯობინა, რადგან საქართველო არც ომის მდგომარეობაშია, არც ვინმესთან გაერთიანებას განიხილავს და ქვეყანა ყველა პარამეტრით სტაბილურად ვითარდება. განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. მიხარია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს. ეს მუშაობის მოტივაციას გვაძლევს“, – წერს არჩილ თალაკვაძე.