არჩილ თალაკვაძე - განმეორებით არჩევნებს, მათ შორის პლებისციტს „ქართული ოცნება” არ განიხილავს
არჩილ თალაკვაძე - განმეორებით არჩევნებს, მათ შორის პლებისციტს „ქართული ოცნება” არ განიხილავს

საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს „ქართული ოცნება” არ განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ. რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება” არ განიხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საფუძველი არ გვაქვს, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.