ეუთო-ს რეკომენდაციებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის კითხვას პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულია ოპოზიციაც სამოქალაქო სექტორიც დიპლომატები და უმრავლესობა.
„ეს საკითხი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო სისტემას ეხება, საუბარია დაფინანსებაზე, სარეკლამო დროის განაწილებაზე, კომისიების დაკომპლექტებაზე, კამპანიის წამართვა ეს ყველაფერი არის ეუთოს რეკომენდაციებში. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. შესაბამის ცვლილებებს გავაკეთებთ ისე, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის აპრობირებული და სადაც ეს მუშაობს პროპორციული არჩევნების პირობებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.