არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები
არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და  ეუთო/ოდირის დელეგაციას, მის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.

თალაკვაძის თქმით, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.

„მათ მადლობა გადავუხადეთ, რათა გლობალური პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში, დააკვირდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. რეალურად შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკუტმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და რასაკვირველია, არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ამისთვის გავატარეთ ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები ამ წლებში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის“, – განაცხად არჩილ თალაკვაძემ.