არჩილ თალაკვაძე ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პროფესორ ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ცნობილი პედაგოგის ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.
მან დაარსა ქართული საორგანო სკოლა და აღზარდა მრავალი ნიჭიერი მუსიკოსი. საყვარელი საქმისადმი ერთგულების და პროფესიონალიზმის მაგალითი მისცა ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამორჩეული მუსიკოსის საქმეს აგრძელებენ“, – ნათქვამია თალაკვაძის სამძიმრის წერილში.