არჩილ თალაკვაძე - ერთიანობის და კონსოლიდაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არის ის, რა მანდატსაც კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს
პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტის როლს პარლამენტის თავმჯდომარე დადებითად აფასებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან მხარეებს პრეზიდენტის ინსტიტუტიც შესთავაზა, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის.
„მე პოზიტიურად ვაფასებ პრეზიდენტის ძალისხმევას, თუნდაც შარლ მიშელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. შემდგომ, მან მხარეებს შესთავაზა პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის. გახსოვთ, რომ პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ დიალოგის განახლებამდე სწორედ პრეზიდენტთან შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისი გზავნილები ერთიანობის, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იყო ზუსტად ის, რა მანდატსაც საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.