არჩილ თალაკვაძე - ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა
არჩილ თალაკვაძე - ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება.

„მინდა, პარლამენტის სახელით აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატებები და ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო.