არჩილ თალაკვაძე - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები იმ ლეგიტიმური მოთხოვნების გათვალისწინებით მივიღეთ, რომელიც კონსულტაციების დროს გვქონდა კერძო სექტორთან
არჩილ თალაკვაძე - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები იმ ლეგიტიმური მოთხოვნების გათვალისწინებით მივიღეთ, რომელიც კონსულტაციების დროს გვქონდა კერძო სექტორთან

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები იმ ლეგიტიმური ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მივიღეთ, რომელიც კონსულტაციების დროს გვქონდა კერძო სექტორთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ელექტორუონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდება კონსულტაციების საფუძველზე. პარლამენტში საკმაოდ დრო დავხარჯეთ ბიზნეს სექტორთან განხილვებისთვის.

​ამ კანონის მიზანი არის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, სტრატეგიულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, სახელმწიფო და უსაფრთხოების ინტერესების გამტკიცება, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. რა საკვირველია, ჩვენ ეს ცვლილებები მივიღეთ იმ ლეგიტიმური ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონსულტაციების დროს გვქონდა კერძო სექტორთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა.