არჩილ თალაკვაძე - ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა
არჩილ თალაკვაძე - ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა

თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი.

„ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა. წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხდება, როგორც ინსტიტუტის, ასევე მაღალი იერარქიის მიმართ. ამ შემთხვევაში, თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. რაც თანამოსაყდრე შიომ თქვა, ეს სამართლის ენაზე და სახელმწიფოს გადმოსახედიდან არის კანონი ს უზენაესობის პრინციპი, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი და რა თანამდებობას იკავებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ევროპასა და დასავლეთში სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია კანონის უზენაესობა.

როცა თავდასხმა ხდება კანონის უზენაესობასა და იმ ადამიანებზე, ვინც კანონის უზენაესობას პატივს სცემს, რა თქმა უნდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაგება, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო. მათი წყობა იყო – დასუჯელობის სინდრომი მათი მეგობრობისთვის, უკანონო სასჯელი ყველასთვის, ვისაც კრიტიკული და განსხვავებული აზრი ექნებოდა. დღესაც ოპოზიციაში იგივეს აგრძელებენ, ძალადობენ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურად და ახდენენ დეზინფორმაციის დისტრიბუციას. ნიკა გვარამია არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყველას შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“.