არჩილ თალაკვაძე - ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა გრიპის ვირუსის მიზეზით, უსაფუძვლოა
არჩილ თალაკვაძე - ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა გრიპის ვირუსის მიზეზით, უსაფუძვლოა

მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილებას დროულად გადახედონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის ხელოვნურად არის გამოყენებული ე.წ. საზღვრის ჩაკეტისთვის.

„ჩვენ არაერთი პროგრამა გვაქვს, რომლითაც აფხაზეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაეხმაროს. ეს ასე არის გრიპის შემთხვევაშიც. ამიტომ იმ მიზეზის მოყვანა, რომ გრიპის გამო გამშვები პუნქტი უნდა დახურულიყო, უსაფუძვლოა. საზოგადოება ამას არ დაიჯერებს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად, მათშორის ჯანდაცვის მიმართულებით ეხმარება. იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მოვუწოდებ, გადაწყვეტილებას დროულად გადახედონ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვაქვს. როდესაც სამმხრივ ფორმატში შეხვედრა მოხდება, იქაც დადგება ეს საკითხი, თუ მანამდე მიმოსვლა არ აღდგა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.