საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ჟურნალისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
ინფორმაცია, წვდომა სიახლეებზე, პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე გვეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი უახლოესი ადამიანების, მეგობრების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მომავალს.
თქვენი საქმე შრომატევადი და საპასუხისმგებლოა. გრძელი სამუშაო დღეები და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებში ყოფნა თქვენი პროფესიის ნაწილია. ახლაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას უპირისპირდება, თქვენ აკეთებთ შეუძლებელს! სწორედ ამის და კიდევ ბევრი ფაქტორის გამო, შეუფასებელია თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორისა და მედიის სხვა წარმომადგენლის მიერ გაწეული შრომა. მე ამას ყოველდღე ვხედავ და ჩემთვის პატივია, რომ როგორც პოლიტიკოსს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენთან მაქვს კარგი თანამშრომლობა და ხშირი კომუნიკაცია. მადლობას გიხდით ამისათვის!
გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას!“ – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი ქართული გაზეთის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით დააწესეს.