არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსენსუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
„დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს და საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას. ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით პირველ რიგში მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთვარია, ხელისუფლებამ. მივიღეთ გადაწყვეტილება, 2024 წლამდე, როდესაც ეს ცვლილება მოხდება, საქართველომ გაიაროს ლოგიკური, დემოკრატიულო გზა ამ საარჩევნო ცვლილებაზე.2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ უკვე გადავდივართ ნორმალური მზადების პროცეში“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, პარლამენტში საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს, მის საელჩოს და ახალ ელჩს, ევროკავშირის ელჩს, ევროპის საბჭოს წარმომადგენელს, გერმანიის ელჩს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.