არჩილ თალაკვაძე - დღეს სვეტიცხოველში ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვილოცოთ, ღმერთმა გააძლიეროს მთელი ქვეყანა
დღეს სვეტიცხოველში ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვილოცოთ, ღმერთმა გააძლიეროს მთელი ქვეყანა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სვეტიცხოველში განაცხადა.
თალაკვაძემ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სიმტკიცის და ძლიერი რწმენის სიმბოლო. დღეს აქ ვართ, რადგან კიდევ ერთხელ ვილოცოთ, რომ ღმერთმა გააძლიეროს მთელი ქვეყანა, რომ ერთიანობით, ძლიერი საზოგადოებით, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობით ჩვენ შევძლოთ ჩვენი რწმენის და იმ სიკეთის დაცვა, რომელიც წილად ხვდა ღვთისგან ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.