არჩილ თალაკვაძე - დღეს არსებული მხარდაჭერით, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ
მეორე ტური არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოება ენდობა, მხარს უჭერს, რის გამოც მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების მოლოდინი აქვს.
„მეორე ტური ეს არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს, გვაქვს საზოგადოების ნდობა. ამიტომ, გვჯერა, არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, საარჩევნო კამპანიის პროცესში საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.
„რაც შეეხება რეიტინგს, არაერთი კვლევა არის საჯარო. მინდა, დაგარწმუნოთ, დღეს არსებული მხარდაჭერით და ეს არის საარჩევნო კაპმანიის დასწყისი, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ, ასევე მთავრობის დაკომპლექტებას მომავალ პარლამენტში. ჩვენი მოლოდინია, წარმატებული საარჩევნო კაპმანიით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.