არჩილ თალაკვაძე - დეპუტატები, რომლებიც ყრილობას მივლინებების გამო ვერ დაესწრნენ, სრულად უჭერენ მხარს პოლიტსაბჭოსა და პარტიის თავმჯდომარეს
არჩილ თალაკვაძე - დეპუტატები, რომლებიც ყრილობას მივლინებების გამო ვერ დაესწრნენ, სრულად უჭერენ მხარს პოლიტსაბჭოსა და პარტიის თავმჯდომარეს

რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მივლინებების გამო ვერ დაესწრო ყრილობას, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს სრულად უჭერს მხარს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რატომ არ დაესწრნენ დღევანდელ ყრილობას ნუკრი ქანთარია, გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ყრილობას სალომე ზურაბიშვილი და ხომ არ იქნება ის მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყრილობაზე პარლამენტის ის წევრებიც იყვნენ, რომლებიც პარტიაში არ არიან გაწევრიანებული.

„ისინი მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ყრილობას, მათ შორის იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, „კონსერვატორები“, „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.