არჩილ თალაკვაძე - დავკარგეთ ნამდვილად თავისი საქმისთვის თავდადებული ექთანი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაგალითი მისცა საზოგადოებას
არჩილ თალაკვაძე - დავკარგეთ ნამდვილად თავისი საქმისთვის თავდადებული ექთანი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაგალითი მისცა საზოგადოებას

დავკარგეთ ნამდვილად თავისი საქმისთვის თავდადებული ექთანი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაგალითი მისცა საზოგადოებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება და ერთიანი ძალისხმევის შედეგად, პანდემია შეჩერდება.

„ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტრომ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმედი მაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით განხორციელდება და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ პანდემიის შეჩერებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.