არჩილ თალაკვაძე - დაუდევრობა, გაუგებარი ამბავია, ისეთ ფორმატებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და კანონის უზენაესობა განიხილება, რომელიმე მხარეს წარმოადგენდეს ადეიშვილი
გაუგებარი ამბავია, ისეთ ფორმატებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და კანონის უზენაესობა განიხილება, რომელიმე მხარეს წარმოადგენდეს ადეიშვილი, რომელიც სწორედ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამოა ბრალდებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სერიოზული დაუდევრობაა, რომ ადეიშვილი ევროპის საბჭოში რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლად შეხვედრას ესწრება.
„ზურაბ ადეიშვილი რომ ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზე სადმე შეხვედრას მართავს, თავისთავად ცინიკურია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი დაუდევრობა, გაუგებარი ამბავია, რომ ისეთ ფორმატებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და კანონის უზენაესობა განიხილება, რომელიმე მხარეს შეიძლება, წარმოადგენდეს ადეიშვილი, რომელიც ძებნილია და ბრალდებულია სწორედ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. სამწუხაროა, რომ ასეთი რამე მოხდა. ეს იმ იდეას აზიანებს, რასაც ევროპის საბჭო ემსახურება – ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. აქ ნებისმიერი ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია. ის, რომ ადეიშვილი ევროპის საბჭოში რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლად რაიმე შეხვედრას ესწრება, სერიოზული დაუდევრობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი ესწრება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს. „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში“, – დაწერა ჩეჩირემ „ტვიტერში“.