არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვართ, უახლოეს დღეებში დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის ემზადება.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან 100/50-ზე მოდელზე ინდივიდუალური კონსულტაციები გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკაშვირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპიზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.